Pricing
-
The prices for each service are shown at the end of the relevant section.
-
All active Rugby players, regardless of their citizenship, will get an additional 20% discount on all services
სპორტის მედიცინა
რა არის სპორტის მედიცინის ექიმის კომპეტენციის სფეროები?
-
სპორტის მედიცინის ექიმები, როგორც წესი, ჯერ კვალიფიცირდებიან სამედიცინო ექიმებად, ხოლო შემდეგ ასრულებენ 3-დან 5 წლამდე სარეზიდენტო სწავლებას სპორტის მედიცინაში.
-
მათ საფუძვლიანად იციან ვარჯიშის ზეგავლენა ჯანმრთელობაზე, როგორც მჯდომარე ცხოვრების სტილის მქონე, ისე ფიზიკურად აქტიურ ადამიანებში.
-
სპორტის მედიცინის ექიმი არის ექსპერტი ფიზიკურ აქტივობასთან (ან უაქტივობასთან), ვარჯიშთან ან სპორტთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების უმეტეს საკითხში. ის მკურნალობს ამ პრობლემათა ფართო სპექტრს, დაწყებული რჩევებით ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ და დამთავრებული მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი გულის რეაბილიტაციით.
-
მიუხედავად იმისა, რომ სპორტის მედიცინა ზოგადად ასოცირდება პროფესიონალ სპორტსმენებთან, ის ასევე მკურნალობს არასპორტსმენებს, როგორიცაა მჯდომარე ადამიანები, ფიზიკურად აქტიური პირები, მოყვარული სპორტსმენები ან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები. ანუ ყველას, ვიზეც ვარჯიშსა და ფიზიკურ აქტივობას სასარგებლო შედეგი მოაქვს.
რას აკეთებს ვარჯიში?
-
ვარჯიში აუმჯობესებს სხეულშუ ნივთიერებათა ცვლას, სისხლის მიმოქცევას, კუნთებისძალას, გამძლეობას, კოორდინაციას, რეფლექსებს, სისწრაფეს, წონასწორობას, ფსიქიკურჯანმრთელობას, სხეულის შემადგენლობას და სხვა მრავალს. ამიტომაც ვარჯიშიმოისაზრება, როგორც სრულყოფილი წამალი.
-
თუ ვარჯიში სწორად და თან სპეციალისტის მიერ არის დანიშნული, მას შეუძლიაგააუმჯობესოს თითქმის ყველა ადამიანის მდგომარეობა, ასაკის, სქესის ან ჯანმრთელობისსტატუსის მიუხედავად.
როდის მივმართოთ სპორტის ექიმს?
დაჯავშნეთ ვიზიტი სპორტის მედიცინის ექიმთან, თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილიმდგომარეობა:
• ძვალ-კუნთოვანი დაზიანებები (მაგ., სახსრის ღრძობა, კუნთების დაჭიმულობა ან კონტრაქტურა, ამოვარდნილობა, სახსრების არასტაბილურობა, ოპერაციის შემდგომი პერიოდი და ა.შ.)
• ტვინის შერყევა
• ზოგიერთი ქრონიკული დაავადება (როგორებიცაა, მაღალი წნევა, გულის დაავადებები, სიმსუქნე, დიაბეტი, ჰიპოთოროიდიზმი და ა.შ.), მხოლოდ სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ
ასევე, თუ ეძებთ რჩევას:
• სპორტში დასაბრუნებლად
• მიღწევების/შედეგების გასაუმჯობესებლად
• ცხოვრების წესის შესაცვლელად და ა.შ.
რა განსხვავებაა სპორტის მედიცინის ექიმსა და ორთოპედ-ტრავმატოლოგს შორის?
-
განსხვავების ძირითადი განმაპირობებელია მათი პაციენტები: იმდენად, რამდენადაც სპორტის მედიცინის ექიმი ძირითადად სპორტში მუშაობს და მკურნალობს სპორტსმენებს, რომლებიც უძლებენ მაღალ ფიზიკურ დატვირთვას და რომლებსაც ტრავმის შემდგომ ესაჭიროებათ რაც შეიძლება სწრაფი აღდგენა, სპორტის ექიმის ძირითად მიზანს წარმოადგენს მათი ხელშეწყობა ამის მიღწევაში: ანუ, ოპტიმალურად შეამციროს მკურნალობის დრო და უზრუნველყოს ტრავმის სრულყოფილი რეაბილიტაცია, რათა შეამზადოს სხეული შემდგომი მძიმე დატვირთვებსთვის.
-
როგორც სპორტის ექიმები, ისე ორთოპედ-ტრავმატოლოგები მართავენ ძვალ-კუნთოვან დაზიანებებს. თუმცა, სპორტის ექიმები შემოიფარგლებიან ამ პრობლემათა არაქირურგიული მკურნალობით, ხოლო ორთოპედ-ტრავმატოლოგები ახორციელებენ მათ მაღალკვალიფიციურ ოპერაციულ მკურნალობას.
-
სპორტის ექიმები მიმართავენ ორთოპედ-ტრავმატოლოგთა დახმარებას ოპერაციულ ჩარევასთან დაკავშირებით, როგორც მკურნალობის უკანასკნელ საშუალებას.
რამდენ ხანს გრძელდება კონსულტაცია?
-
კონსულტაციის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, მაგრამ როგორც წესი 45-60 წუთამდე გრძელდება.
რა ღირს სპორტის მედიცინის ექიმთან კონსულტაცია?
-
საქართველოს მოქალაქეებისთვის: 60 ლ
-
სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის: 90 ლ
-
აქტიური მორაგბეებისთვის: -20%